სწავლება arrow_forward_ios მეთოდიკა

მეთოდიკა

„კავკასიის ბიზნესის სკოლაში“ სწავლა-სწავლების ძირითადი მიზანია მოსწავლეს განუვითაროთ პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობითი უნარები. მთავარი აქცენტი გავაკეთოთ უცხოური ენის (ინგლისური), ტექნიკური და სამეწარმეო საგნების განვითარებაზე. კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების მიზნით, შემოღებულია ლეგოების თემატური კონსტრუქციებისა და მინი რობოტების გამოყენება. ინლისური ენის მარტივად და ხალისით შესწავლის მიზნით, სავალდებულო საგნად ისწავლება “Fun English” (მხიარული ინგლისური).

XII კლასში დამატებითი საათების ხარჯზე მიმდინარეობს აბიტურიენტთა ეროვნული გამოცდებისათვის მზადება შემდეგ საგნებში:

  • მათემატიკა
  • მათემატიკა
  • ინგლისური
  • ისტორია
  • გეოგრაფია

გაძლიერებული უცხო ენების (განსაკუთრებით ინგლისური), ტექნიკური საგნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლება განაპირობებს ჩვენი მოსწავლეების უპირობო ლიდერობას აღნიშნულ სფეროებში. დღესდღეობით, განვითარებულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი სწორედ ეს დისციპლინებია, ხოლო სკოლის მიზანია თითოეული ჩვენი კურსდამთავრებული არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე მაღალკონკურენტუნარიან და ანგარიშგასაწევ ძალად აღიქმებოდეს. სწორედ ამიტომ, კავკასიის ბიზნესის სკოლა, დამატებით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტებში აქტიურადაა ჩართული და სხვადასხვა სასწავლო კურსების მეშვეობით ჩვენი მოსწავლეები მომავლის პროფესიებს ეუფლებიან.

ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვებ-გვერდის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს უსაფრთხოების პოლიტიკას .