საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აჭარის ხელოვნების მუზეუმში

საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აჭარის ხელოვნების მუზეუმში

კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეები აჭარის ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდნენ. 


საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები, სახვითი ხელოვნების პედაგოგ, ლელა ხილაძესთან ერთად, აჭარის ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ. ისინი არა მხოლოდ გაეცნენ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მხატვართა ნამუშევრებს, არამედ საჯაროდ წაიკითხეს წიგნები, რითაც მხარი დაუჭირეს კითხვის პოპულარიზაციას.


📚 რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნის კითხვა?


✅ აძლიერებს ფანტაზიასა და კრეატიულობას 🎨

✅ აუმჯობესებს კომუნიკაციისა და ანალიზის უნარებს 

✅ გვიხსნის ახალ სამყაროს, გვასწავლის და გვამოგზაურებს დროისა და სივრცის მიღმა


ხელოვნება და წიგნი – ეს არის სულის საზრდო, 2 განუყოფელი ნაწილი, რომელიც გვაქცევს უკეთეს პიროვნებებად. 

News

We use cookies and similar technologies to improve your user experience. By continuing to use this website, you agree to our Privacy Policy .