წიგნის საჯაროდ კითხვის დღის ფარგლებში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მოსწავლეებმა, დღის განმავლობაში, სხვადასხვა ჟანრის წიგნები წაიკითხეს, ისაუბრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მის სარგებელზე.
მე-4 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლებთან ერთად, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ და ერთმანეთს წიგნებიდან საინტერესო ამონარიდები წაუკითხეს. განიხილეს, იმსჯელეს და გაუზიარეს ერთმანეთს ემოციები. დღის მიწურულს კი სახალისო ვიდეოებიც გადაიღეს, რაც თანატოლებში წიგნის კითხვისთვის მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.